V6327-04 არის პრაქტიკული და კომფორტული პიკნიკის პლედი, რომელიც იდეალურია ბუნებაში დასვენებისთვის, პარკში, სანაპიროზე, კემპინგისა და სხვა გარე აქტივობებისთვის.
პლედის ზედაპირი დამზადებულია რბილი პოლიესტერისგან, ხოლო ქვედა მხარეს აქვს PEVA-ის წყალგამძლე საფარი, რომელიც ხელს უშლის ნესტის გავლას და უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ გამოყენებას ბალახზე ან ოდნავ სველ ზედაპირზე. გამოყენების შემდეგ პლედი მარტივად იკეცება და კომპაქტურ ზომამდე მცირდება, რაც მის ტრანსპორტირებასა და შენახვას ამარტივებს.
პროდუქტი ბრენდირებადია – შესაძლებელია ლოგოს ან სხვა დიზაინის დატანა, ამიტომ იდეალურია როგორც კორპორატიული, ისე სარეკლამო საჩუქრისთვის.